სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური დღეიდან სოფელ წეროვანში ამოქმედდა
საქართველო, თბილისი - 13:38 | 12.10.2015 ნანახია: 2254
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით, დღეიდან სოფელ წეროვანში, დევნილთა კომპაქტურად დასახლების ადგილზე ამოქმედდა. დევნილ მოსახლეობას, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს უკლებლივ ყველა სერვისის მიღება ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. წეროვანში ტერიტორიული სამსახური დროებით, დევნილი მოსახლეობის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე იქნება განთავსებული.
სოფელ წეროვანში ტერიტორიული სამსახურის გადატანის მთავარ მიზანს, წეროვანში დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე სერვისების მიწოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ტერიტორიული სამსახური წეროვანში ქალაქ მცხეთიდან გადავიდა, სადაც იგი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ იყო განთავსებული და მოსახლეობას საჭირო დოკუმენტის მისაღებად წეროვანიდან მცხეთაში უწევდა გამგზავრება.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით და გამგეობის ხელშეწყობით შევძელით ჩვენი ტერიტორიული სამსახური წეროვანში, დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილზე განგვეთავსებინა. დღეიდან, მოსახლეობას აღარ მოუწევს ამა თუ იმ დოკუმენტის ასაღებად მცხეთაში გამგზავრება, რაც მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მოსახლეობას, მცხეთაში ჩასვლელად ზოგჯერ ორი ტრანსპორტის გამოცვლაც კი უხდებოდა, ახლა კი შესაძლებლობა ექნებათ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმეტიადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისთვის გაგვემარტივებინა სერვისების მიღების პროცესი ვიდრე ისინი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდებიან,“- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.
ახლადგახსნილი ტერიტორიული სამსახური წეროვანში, კომპაქტური დასახლების ადგილის ცენტრში მდებარეობს, აქვეა განთვსებული ლიბერთი ბანკის ფილიალიც, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს ერთ პუნქტში მიიღოს მომსახურება და გადაიხადოს მომსახურების ღირებულება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















