გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა
საქართველო, თბილისი - 16:27 | 12.10.2015 ნანახია: 2374
„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, საზოგადოებას სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას აღმასურულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, გარემოს დეგრადირების შემცირება და მწვანე ეკონომიკის განვითარება - ეს ის საკითხებია, რომელზეც გიგლა აგულაშვილმა ვრცლად ისაუბრა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო რეორგანიზაციის შედეგად გაძლიერდა ფუნქციურად და ინსტიტუციურად. დაიბრუნა ბუნებრივი რესურსების (მათ შორის ტყის) მართვის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფუნქციები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სატყეო სექტორის განვითარების საკითხს დაეთმო. შემუშავდა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი. ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. სატყეო სექტორში დაინერგა ტყის მართვის პრინციპები, აღდგა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის მასივი, რომლის ფართობი 80 ჰექტარს შეადგენს. ბორჯომ-ბაკურიანსა და ხარაგაულში ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან ტყეში დამონტაჟდა ჰერომონიანი მწერსაჭერები, რომლის შედეგად განადგურდა სამი მოლიონი მავნებელი მწერი, რამაც შეაჩერა წიწოვანი ტყის მასივის ხმობა .
გამკაცრდა სანქციები და დაიწყო კონტროლი უკანონო ბუნებათსარგებლობაზე. 2013 -2015 წლებში სულ გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 19 198 ფატქი. სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 8 674630,0 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, შეიქმნა 16 ბუნების ძეგლი, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები - ოკაცეს კანიონი, ჯავახეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. სრულად დასრულდა დემარკაცია 22 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე. (ჯამში 216 321.4 ჰა) პირველად საქართველოში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპის საბჭოს მიერ დაარსებული ევროპული დიპლომი გადაეცა. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,2 % -ით გაიზარდა.
მიმდინარე წელს შემუშავდა საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-2020 წლებისთვის. დაიწყო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების დაცვა და მონიტორინგი რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მეწყრულ-ღვარციფული პროცესების კატალოგიზირება და შედგა 947 კადასტრი. საქართველოს 9 ქალაქის 58 წერტილში განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით. პირველად დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 3 სადგური მდინარეებზე - ყვირილა, კაზრეთულა და მაშავერა, რაც წყლის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მდინარე ვერეს აუზში განხორციელდა მოცულობითი ჰიდრომეტრული და ტოპოგრაფიული სამუშაოები, რის შედეგად განხორციელდა წყალდიდობა-წყალმოვარდნების შედეგად შესაძლო დატბორვის არეალების განსაზღვრა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















