საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში უცხოელ დიპლომატებს
საქართველო, თბილისი - 15:00 | 05.07.2016 ნანახია: 1924
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ანგარიში დღეს საფრანგეთის ელჩმა და საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მისიის წარმომადგენლებმა მოისმინეს. უცხოელ დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.
შეხვედრის დასაწყისში აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული პარტნიორია და წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ბესიკ ლოლაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების თემა, მეორე მხრივ კი - ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, ქართულმა მხარემ პრინციპულ საკითხად მიიჩნია, გამოძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართულიყო და სიმართლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საქმეში რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმირებულობა იყოს. ყველამ იცოდეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასწორი მენეჯმენტის პირობებში ძალიან მძიმე ბრალდების საქმე უდანაშაულო ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით და ღირსების შელახვით მიმდინარეობდეს. მინდოდა სცოდნოდათ, რომ ქართული მხარე აუცილებლად ითხოვს ბოდიშის მოხდას ზუსტად ისეთივე მაღალი ტრიბუნებიდან, როგორიდანაც ეს ბრალდება გაჟღერდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი ბიჭები უდანაშაულონი არიან. ეს საქმე შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ ცოტა უფრო მეტი მცდელობა უნდა განახორციელოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, ვიდრე რომელიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ხელს გაიშვერს და ასეთ მძიმე დანაშაულში დასდებს ბრალს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დიპლომატებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოძიების დასრულებამდე დაგეგმილი ნაბიჯებიც გააცნეს.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ევროკავშირის მისიის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა დოროტა დლუჩი-სულიგამ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და გამჭვირვალობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო სექსუალური ძალადობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა. თუ სამხედროებს დამნაშავედ ცნობენ, ისინი უნდა დაისაჯონ. თუ ისინი არ არიან დამნაშავენი, მაშინ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შეიარაღებული ძალების რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ, კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და გამჭვირვალობას ირჩევს,“ - აღნიშნა ელჩმა პასკალ მენიემ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















