17 სექტემბრიდან აშხაბადი-თბილისის მიმართულებით შესაძლოა რეგულარული ფრენები დაინიშნოს
საქართველო, თბილისი - 17:21 | 05.07.2016 ნანახია: 1767
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა. მოლაპარაკებების გამართვაზე გადაწყვეტილება საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ფარგლებში იქნა მიღებული. საავიაციო უწყებებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თურქმენული მხარე აშხაბადი - თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან განიხილავს - მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნება. მხარეთა გადაწყვეტილებით, ფრენების დაწყების ხელშეწყობისა და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების დროულად მოგვარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უახლოეს მომავალში თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა.
შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი. ამასთან, ქართული მხარის ინიციატივით, საავიაციო ხელისუფლებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ ახალი, ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყებენ მუშაობას (ამჟამად ძალაშია 1993 წლის 17 აგვისტოს შეთანხმება), რაც ხელს შეუწყობს ავიაკომპანიებს შორის თავისუფალი კონკურენციისა და სატარიფო პოლიტიკის განვითარებას, ასევე მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. მოლაპარაკების ფარგლებში საავიაციო უწყებებმა ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელების ხელშეწყობასა და გამარტივებაზეც იმსჯელეს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















