ADB-ს ობლიგაციებით მოზიდული 64 მლნ ლარი მიკროსაწარმოების განვითარებას მოხმარდება
საქართველო, თბილისი - 14:10 | 06.07.2016 ნანახია: 1451
აზიის განვითარების ბანკის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გაყიდვით მოზიდული 64 მილიონი ლარი (დაახლოებით $30 მილიონი) ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისა და მიკროსაწარმოების განვითარებას მოხმარდება.
„მიკროსაწარმოების მნიშვნელობა და როლი კრიტიკულია საქართველოში დასაქმების თვალსაზრისით და საბანკო დაფინანსებისადმი წვდომა ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. აზიის განვითარების ბანკის ეს უკვე მეორე ლარში დენომინირებული ობლიგაცია ხელს შეუწყობს საქართველოს საფონდო ბაზრის შემდგომ განვითარებას და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მიკროსაწარმოების განვითარებაში”, განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ხაზინადარმა პიერ ვან პეტეგემ,.
მიკროსაწარმოების განვითარების მიზნით, ობლიგაციების გაყიდვით მოზიდული თანხების გასესხება მოხდება საფინანსო ორგანიზაცია კრედოსა და ფინკა ბანკი საქართველოზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს წლის დასაწყისში ამ ორი კრედიტორისთვის აზიის განვითარების ბანკის მიერ $30 მილიონის ოდენობის სესხის ათვისებას და მცირე საწარმოებისა და ქვეყნის რეგიონებში კლიენტების დახმარებას.
გამოშვებული ობლიგაცია იძლევა სარგებელს მცურავი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთზე დამატებული 20 საბაზისო პუნქტი. ობლიგაციის დაფარვის თარიღია 2019 წლის 6 ივლისი. გამოშვება მართული იქნება Galt & Taggart მიერ და განთავსება კერძო მოთხოვნის ფარგლებში მოხდება.
აზიის განვითარების ბანკი AAA რეიტინგის მქონეა, ხოლო მისი ობლიგაციები საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კერძოდ კი, სარეზერვო მოთხოვნების პირობებს გამოყენებულ იქნას რეპო ტრანზაქციებში და ნულოვანი რისკის შეწონვა გააჩნია.
„მივესალმებით აზიის განვითარების ბანკის ინიციატივას ხელი შეუწყოს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მხარს ვუჭერთ აზიის განვითარების ბანკის მზარდ ინტერესს ლარში დენომინირებული ობლიგაციების მიმართ და ვიმედოვნებთ აღნიშნული ტრანზაქცია მეტად მოიზიდავს საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს”, განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
აზიის განვითარების ბანკი რეგულარულად მონაწილეობს მსხვილ საერთაშორისო სასესხო ტრანზაქციებში, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს ობლიგაციების გამოშვებას აზიის განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი სასესხო ინსტრუმენტების განვითარებას, როგორც საბანკო სესხის ალტერნატივას. 2016 წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი კაპიტალის ბაზრებიდან $20 მილიარდის მოზიდვას გეგმავს.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი განვითარების ხელშეწყობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს 2016 წლის დეკემბერში. ბანკი 67 წევრ ქვეყანას აერთიანებს, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2015 წლის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის დახმარებამ 27.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 10.7 მილიარდი აშშ დოლარი თანადაფინანსების ჩათვლით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















