მთავრობამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა დაამტკიცდა
საქართველო, თბილისი - 16:12 | 21.07.2016 ნანახია: 1473
21 ივლისის მთავრობის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. პროექტის დეტალები მედიის წარმომადგენლებს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო:
„აღნიშნულ პროგრამაზე კარგა ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რათა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო კერძო სექტორის მონდომებისა და ინვესტიციების, ასე ვთქვათ, შემავსებელი გამოსულიყო და საბოლოოდ, კერძო სექტორისთვის გადაგვეცა ის ინფრასტრუქტურა, რომელშიც დონორის ფული დაიხარჯებოდა“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიას განუმარტა ის პროცედურები, რომელსაც პროგრამით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. მისი თქმით, მოხდება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება, სადაც საქართველოს ტერიტორია 3 ძირითად გეოგრაფიულ არეალად იქნება დაყოფილი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუ დღეს არსებული კომერციული ოპერატორები იტყვიან, რომ ისინი ან უკვე არიან ამ გეოგრაფიულ არეალში, ან აპირებენ მომდევნო 3 წლის განმავლობაში შესვლას, ამაზე ისინი აიღებენ სახელმწიფოსთან გარკვეულ ვალდებულებებს და განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას ისე, რომ აქ სახელმწიფო და და დონორი ორგანიზაცია არანაირ ძალისხმევას არ დახარჯავს.
გეოგრაფიული არეალის მეორე ბლოკი იქნება ის სოფლები და დასახლებული პუნქტები, სადაც კომერციული ოპერატორები შევლენ იმ პირობით, რომ დონორი ორგანიზაცია მათ დაუფინანსებს კომერციული ბანკიდან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 120 თვის განმავლობაში. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, პრაქტიკულად, კომერციული ოპერატორები უფასო ფულს მიიღებენ იმისთვის, რომ მათ ააშენონ თავიანთი ინფრასტრუქტურა და მათთვის უფრო მიმზიდველი გახდეს აღნიშნული მიმართულება.
რაც შეეხება მესამე ბლოკს, ეს არის გეოგრაფიული არეალი, სადაც კომერციული ოპერატორებისთვის არამომგებიანი იქნება შესვლა საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების შემთხვევაშიც კი. ამ ნაწილში უკვე ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით დაფუძნებული კომპანია „ოუფენ ნეტი“ გამოაცხადებს პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვას და ამ გზით შეარჩევს კომპანიებს, რომლებიც ააშენებენ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურას და შემდგომ ოპერირებას გაუწევენ შესაბამის მონაკვეთს.
„ამ პროექტისა და ასევე კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის „ოუფენ ნეტს“ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს გამოუყოფს ფონდი „ქართუ“ და მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მსურს ჩემი მკაფიო გზავნილი მივიდეს ყველასთან იმის შესახებ, რომ საუბარია მხოლოდ გრანტის გაცემაზე და არც ფონდი და არც სახელმწიფო არ დარჩებიან ოპერირებასა და მართვაში, ამას მთლიანად კერძო სექტორი გააკეთებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო არ გაწევს საოპერაციო ხარჯებს და დონორი ორგანიზაციისა და კერძო სექტორის ჩართულობით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად დაფარავს საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით აშენდება და მივა ისეთ დასახლებულ ადგილებამდე, სადაც აქამდე ან არ ყოფილა ინტერნეტი, ან დაბალი ხარისხით და შეზღუდულად მიეწოდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიებზე მოეწყობა ე.წ. „ღია დაშვების წერტილები,“ რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პროვაიდერს და ოპერატორს, მოსახლეობა უზრუნველყოს მაღალხარისხიანი ინტერნეტით, ტელევიზიით და სხვა შესაბამისი სერვისებით.
„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან მსოფლიო ბანკთან გავაფორმეთ 40 მილიონ დოლარიანი კრედიტი, რომელიც ემსახურება საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას. პროექტის მიხედვით, ეს 40 მილიონი დოლარი წლების განმავლობაში უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ საქართველოს რეგიონებში შეიქმნას ინტერნეტის მოთხოვნა და ამასთან ერთად განვითარდეს ინოვაციური ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ინოვაციის ცენტრები, სადაც ჩვენ მოსახლეობას ვასწავლით, თუ სწორად როგორ უნდა ისარგებლონ ინტერნეტით და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ინტერნეტით სარგებლობისთვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარების მიწოდება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















