რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 18:04 | 24.06.2026
ნანახია: 24

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რუსეთმა საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი ძალები მოსკოვსა და ქერჩის ხიდის რაიონში გადაიყვანა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიში მოისმინა.

„დაზვერვამ მოიპოვა რუსეთის შიდა დოკუმენტები, რომლებშიც მოცემულია უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების რეალური შედეგების შეფასება. ასევე დაფიქსირებულია რუსეთის ხელმძღვანელობის საპასუხო ნაბიჯები.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატანა რუსეთის რეგიონებიდან მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად.

ფაქტობრივად, რუსებმა ბრძანება მიიღეს, სწორედ ეს ორი პერიმეტრი დაიცვან სხვა მიმართულებების დასუსტების ხარჯზე - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის მხარის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მოსკოვი და ქერჩის ხიდი რუსეთისთვის პრიორიტეტულ დასაცავ ობიექტებად რჩება, რის გამოც საჰაერო თავდაცვის რესურსების ნაწილი სხვა მიმართულებებიდან იქნა გადანაწილებული.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე