შანხაის ბიზნესფორუმზე საქართველომ 7 მლრდ დოლარის საინვესტიციო პროექტები წარადგინა
საქართველო, თბილისი - 14:21 | 26.07.2016 ნანახია: 1419საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაიში პირველად გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„შანხაიში პირველად ტარდება ჩინურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შანხაი არის მსოფლიოში მესამე უდიდესი ქალაქი, ხოლო ჩინეთში პირველი ქალაქი 25 მილიონი მოსახლეობის რაოდენობით და თავისი საკუთარი ეკონომიკით. ეს არის ქალაქი, რომელიც განვითარებულია როგორც ტექნოლოგიურად და კანონმდებლობით, ასევე ინდუსტრიული, თავისუფალი თუ ინოვაციური ზონების თვალსაზრისით. ჩვენ ფორუმზე წარმოვადგენთ შვიდი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი გამოხმაურება მოყვება“ - განუცხადა ფორუმის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო შედეგი აქვს. მისი ინფორმაციით, ასევე სახეზეა პირდაპირი უცხოური ზრდის ტემპი.
დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და ინვესტიციების გახორციელების მიმართულებით. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ - მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის მოხსენებაში ასევე გაამახვილა ყურადღება ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის მაღალი პოლიტიკური დონის ვიზიტებზე და მიღწეულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც მუშაობაც, ორივე ქვეყნის მთავრობათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-ჩინეთის კიდევ ერთ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო ჩამოყალიბდება. შეთანხმების თანახმად, შეიქმნება საბჭოს სამდივნოები, სადაც მოწვეული იქნებიან როგორც კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტრუქტურის ძირითადი ამოცანა იქნება მეწარმეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას.
გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მან ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმზე, რომლის თანაორგანიზატორიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთიც იყო. 2016 წელს ნოემბერში თბილისში ფორუმი მეორედ ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენლები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.
ბიზნესფორუმზე ასევე ჩატარდა სექტორული პრეზენტაციები, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო სფეროს, საქართველოს ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების ბაზრის და ქართული ღვინის ექსპორტის მდგომარეობის შესახებ.
ფორუმზე პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა. მათ ჩინელ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესპროექტები წარუდგინეს.
პრეზენტაციების შემდეგ, ბიზნეს-ფორუმზე B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















