ჩინეთის სამთავრობო დონის პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია
საქართველო, თბილისი - 11:43 | 27.07.2016 ნანახია: 1399ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვით ჩინეთის სამთავრობო დონის მაშტაბურ პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. „შინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით იხსნება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad”, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. მემორანდუმის ხელმოწერამდე, დიმიტრი ქუმსიშვილი Silk Road Chamber of International Commerce–ის გენერალურ მდივანს, ლი ჭონგ ჯანგს შეხვდა.
„ახალ აბრეშუმის გზაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყანა. როდესაც ამ პლატფორმას ქმნიდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მათ საპილოტე რეჟიმში შეიძინეს ხუთი ათასი ბოთლი ქართული ღვინო, რომელიც ერთ ღამეში გაყიდეს. დღეს უკვე მათ შეკვეთილი აქვთ სამასი ათასი ბოთლი ქართული ღვინო და დაგეგმილია, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩენა ახალ აბრეშუმის გზაზე, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო 8 000 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აწარმოებს ღვინოს. „ეს რვაათასწლიანი ტრადიცია უკვე აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი ღვინო არის საუკეთესო ხარისხის და ამას ადასტურებს ჩინურ ბაზარზე მზარდი მოთხოვნაც. შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ მოვახდინოთ ჩვენი ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















