სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:53 | 28.07.2016
ნანახია: 1387

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი და აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, - გადირ ახმედივი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, ”PERSIL”- ისა და ”ARIEL”- ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუტარულად მოწყობილი საწარმოებიდან არმოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე