ხადური: ლარი სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 29.07.2016
ნანახია: 1201

ქვეყნის მთავარ ფინანსისტს იმედი აქვს, რომ ლარი სტაბილურობას მომავალშიც შეინარჩუნებს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი  სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს.
,,მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას”, - განაცხახა ფინანსთა მინისტრმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე