აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 30.07.2016
ნანახია: 1477

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლის უფროსი, გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს  მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე - 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე