The Biltmore Hotel Tbilisi-ში 6 სხვადასხვა სახის რესტორანი და ლაუნჯების ნაკრები იმუშავებს
საქართველო, თბილისი - 16:44 | 01.08.2016 ნანახია: 2103
The Biltmore Hotel Tbilisi სტუმრების მოლოდინშია. რუსთაველის გამზირზე მდებარე 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო ოფიციალურად 31 ივლისს გალა ღონისძიებით გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიის მასპინძელი, სასტუმროს მფლობელი კომპანია „დაბი ჯგუფი“ იყო, ხოლო ღონისძიებას სპონსორობა „ტერა ბანკმა“ გაუწია.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაპროექტებულ სცენასთან, ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების კონცერტზე დასასწრებად 5000 ადამიანი შეიკრიბა.
The Biltmore Hotel Tbilisi საქართველოში სასტუმროების გლობალურ ჯგუფ Millennium &Copthorne-ის დებიუტია.
გალა ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაიან ბინ მუბარაკ ალნაიანი, საამიროების კულტურის განათლების მინისტრი და საამიროებიდან ჩამოსული ბიზნესმენთა დელეგაცია ესწრებოდა.
სპეციალურად ამ დღისთვის აგებულ გრანდიოზულ სცენაზე, ცოცხალი მუსიკის შესრულებით, ქართული და უცხოური ჯგუფები გამოვიდნენ, ქალაქი გრანდიოზულმა ფოიერვერკმა და პირდაპირ სასტუმროს ფასადზე პროექცირებულმა ლაზერულმა გამოსახულებებმა გაანათა.
„ჩვენი გუნდი მოხარულია, ჩვენი ლუქს-კლასის ბრენდ The Biltmore-ს საქართველოში შემოსვლა რომ განვახორციელეთ. მოუთმენლად ველით, სტუმრებს მისი დახვეწილი ელეგანტურობა და უნაკლო მომსახურება გავაცნოთ, მათი დაუვიწყარი გამოცდილებების და შთაბეჭდილებების წყარო გავხდეთ. The Biltmore Hotel Tbilisi-ს კონცეფცია ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნაზავია“, აღნიშნა
Millennium &Copthorne, Middle East & Africa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალი ჰამად ლახრაიმ ალზააბიმ.
„დაბი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორის სემი ედუარდის ტქმით კი
The Biltmore Hotel Tbilisi ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ მისამართზე მდებარეობს და ლუქს-კლასის მასპინძლობის ახალ დონეს ამკვიდრებს.
„სასტუმროს უნიკალური დიზაინი საქართველოს მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. გვეამაყება, რომ ჩვენი ხედვა, თბილისში ღირშესანიშნავი ნაგებობა აგვეშენებინა, განხორციელდა და გვჯერა, მისი ხიბლით ქალაქი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს მოიზიდავს“, აღნიშნა „დაბი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
The Biltmore Hotel Tbilisi-ს ხელსაყრელი მდებარეობა ყურადღებით შეირჩა და რამდენიმე მიზანს ემსახურება: ახლოსაა მდინარე მტკვრის სანაპიროებთან, გარშემორტყმულია დიზაინერული ბუტიკებით, სამხატვრო გალერეებით, ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობებით, კომერციული და სამთავრობო შენობებით; ამავდროულად, ორიგინალური არქიტექტურის წყალობით, იდეალურად შესამჩნევია მოგზაურთათვის.
სასტუმრო თანამედროვე ცათამბჯენის და ისტორიული „იმელის“ შენობისგან შედგება. სტუმრების დასახვედრად უნაკლოდ რესტავრირებულ „იმელის შენობაში“ მთავარი ლობია მოწყობილი, რომელსაც ფართო კიბე, გუმბათოვანი ჭერი, მარმარილოს იატაკი და ბროლის ჭაღები ამშვენებს. წარსულის და მომავლის შემაერთებელი სიმბოლო — შუშის ბილიკი სტუმრებს სასტუმროს კონცეპტუალური ნაწილისკენ მიუძღვის და ტრადიციულ სტილთან კონტრასტს ქმნის.
The Biltmore Hotel Tbilisi-ს მთლიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 214 ნომერი და ოთახების კომპლექტი აქვს. ყოველი ფანჯრიდან ქალაქის ულამაზესი ხედები — ისტორიული კვარტალიან სიცოცხლით სავსე ქუჩები იშლება. სტუმრებს 8 კატეგორიის ოთახის არჩევა შეუძლიათ, მათ შორის — მდიდრული სამეფო აპარტამენტისაც.
გასტრონომიული სურვილების დასაკმაყოფილებლად, 6 სხვადასხვა სახის რესტორანი და ლაუნჯების ნაკრები იმუშავებს, რომლებიც სულ რამდენიმე თვეში გაიხსნება. ვახშმისთვის იდეალური არჩევანი სასტუმროს 32-ე სართულზე განთავსებული რესტორანია ქალაქის პანორამული ხედით, რომელიც ხმელთაშუაზღვის კულტურით შთაგონებულ სივრცეს წარმოადგენს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო კერძებს სთავაზობს, ელეგანტურ ბართან ერთად. უნიკალური ისტორიული ამფითეატრის რესტავრაციის შედეგად ქალაქში ულამაზესი, მისტიკური სავახშმოდა გასართობი სივრცე შეიქმნა. The Biltmore-ის გამაჯანსაღებელი ცენტრი, შიდა აუზი და სრულად აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზი ექნება,სიმშვიდის და რელაქსაციის მისაღწევად კი სტუმრებს მდიდრულ სპას დაახვედრებს, რომლის მენიუში მრავალი გამაჯანსაღებელი პროცედურა იკითხება.კორპორაციული საღამოების, ბიზნეს შეხვედრების, მხიარულიწვეულებების და დაუვიწყარი ქორწილების ორგანიზებისთვის, საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრების 4 ოთახია გამოყოფილი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















