კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი სუს-ში დაიბარეს
საქართველო, თბილისი - 15:54 | 02.08.2016 ნანახია: 1715
კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი კახა შენგელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს.
როგორც კახა შენგელია აცხადებს, იგი იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ "5+11"-სა და ესპანურ კლუბ "სასკო ბასკონიას" შორის დაიდო.
„ამ კონტრაქტის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და ბუნებრივია, სამართალდამცველებსაც გაუჩნდებოდათ შეკითხვები. ვიცი, რომ ამ ესპანურ კონტრაქტთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. რასაც მკითხავენ და რაც ვიცი, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ. მეტი არაფერი არ ვიცი. თვითონ დამიბარეს და მოვედი“, - განაცხადა კახა შენგელიამ.
რამდენიმე დღის წინ კახა შენგელიამ და ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენიის თემა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ "5+11"-სა და ესპანურ კლუბ "სასკო ბასკონიას" შორის დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვით, ესპანელ მწვრთნელებს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-20 წლამდე მოთამაშეები უნდა მოემზადებინათ.
კალათბურთის ფედერაციის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მომზადების თანხა პროექტის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა როგორც ლევან ბულაშვილმა განაცხადა, შვილის ვარჯიშის, მგზავრობის, ცხოვრების, კვებისა და ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი თავად დაფარა.
2030.news სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის, ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს და ამ თემაზე კონკრეტულ პირებთან გასაუბრები შედგება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















