„თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 11:35 | 03.08.2016 ნანახია: 1605
სს „თელასი“ ითხოვს აღიკვეთოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში სხვადასხვა ობიექტების მშენებლობის ფაქტები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მასშტაბით დაფიქსირებულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ მიმართა მერიას ამ საკითხის მოსაგვარებლად, სს „თელასის“ 35-110-კილოვოლტიან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ უსაფრთხოების ნორმების აშკარა დარღვევით ისევ შენდება საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ობიექტები და ეწყობა სამშენებლო ნარჩენების ხელოვნური მიწაყრილები.
სს „თელასის“ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მიერ მიმდინარე გეგმიური შემოვლა-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, „ოლიმპიური სოფლის“ ტერიტორიაზე, სს „თელასის“ ბალანსზე არსებული 110კვ სტრატეგიული მნიშვნელობის, სატრანზიტო დანიშნულების საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „მახათა-2“ და „კენისი-4“ სადენების ქვეშ საცურაო აუზებისა და გასართობი ცენტრების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „Hualing“-ი ატარებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ელექტროდანადგარების მოწყობის წესებისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს და შესაძლოა მასობრივი უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს.
„საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში აშენებული ობიექტები შეიძლება არამარტო უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს, არამედ ისინი ხელს უშლიან გადამცემი ხაზების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, გეგმიური ტექნიკური მომსახურეობის ან შესაძლო ავარიული სამუშაოების ოპერატიულად და სრულყოფილად განხორციელებას. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხსა და იმედიანობაზე.
აქედან გამომდინარე, სს „თელასი“ მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართავს მერიას თხოვნით შემოწმდეს რამდენად დაცულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმები და მიიღოს გადამწყვეტი ზომები“, - აცხადებენ თელასში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















