2016 წლის შვიდ თვეში საქართველოს 3 400 335 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
საქართველო, თბილისი - 14:39 | 03.08.2016 ნანახია: 1563
„საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3 400 335 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 354 მილიონი დოლარია, რაც 15,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ძირითადად, მუდმივი ზრდა გვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. „ტურიზმის სფეროში კარგი ზრდა გვაქვს ასევე ირანიდან, აქ რამდენიმე ასეული პროცენტია ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი. გარდა ამისა, კარგი ზრდა გვაქვს არაბთა გაერთიანებული საემიროებიოდან და მიმდებარე ქვეყნებიდან. „ფლაი დუბაი“, პრაქტიკულად, სამჯერ დაფრინავს ყოველდღე და სულ დატვირთულია“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ არამხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს, არამედ იმ ხალხსაც, ვისაც იქ მიღებული აქვს „მაცხოვრებლის“ სტატუსი.
„მინდა მოგახსენოთ, რომ შეიხ ნაჰიანის ბოლო ვიზიტის დროს საქართველოში იმყოფებოდა „ფლაი დუბაის“ კომერციული დირექტორი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ დანარჩენი მიმართულებითაც გააფართოვოს „ფლაი დუბაიმ“ თავისი გეოგრაფია. ასევე იყო „ეტიჰადის“ წარმომადგენელიც, ეს არის საკმაოდ დიდი ავიაკომპანია და ვფიქრობთ, რომ მათთანაც შევძლებთ მოლაპარაკებებს“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოიკვეთა სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, ჩეხეთი და იტალია.
ასევე განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია, ირანი, ინდოეთი, შრი-ლანკა, ეგვიპტე, ფილიპინები და ა.შ.
რეკორდული მაჩვენებელებით გამოირჩევა ივლისის თვე: 2016 წლის ივლისში, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა 3.5%).
2016 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5% -ია.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















