ქართულ საბანკო სივრცეში „პროკრედიტ ბანკი“ ISO სერტიფიკატის პირველი მფლობელი გახდა
საქართველო, თბილისი - 16:34 | 03.08.2016 ნანახია: 2318
პროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რომლის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს. ბანკში დანერგილი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, შექმნილია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ეფუძნება სამ ძირითად მიდგომას. ეს მიდგომებია: შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, ეკოლოგიური და სოციალური რისკების მართვა დაკრედიტებისას და მწვანე დაფინანსება. აღნიშნული სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, ბანკში შექმნილია ეკო ქვეგანყოფილება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საქმეში, როგორც თანამშრომლების, ასევე კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
2016 წელს შვეიცარიული კომპანია SGS (Société Générale de Surveillance)-ის მიერ განხორციელდა ბანკში დანერგილი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის აუდიტი, რომლის შედეგად დადასტურდა მისი სრული შესაბამისობა ISO 14001:2015-ის სტანდარტთან. დღეს, პროკრედიტ ბანკი პირველი ბანკია ქართულ საბანკო სივრცეში, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 14001 სერთიფიკატი.
“ჩვენი საქმიანობისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ მასზე უარყოფითი ზეგავლენა, ვახორციელებთ სხვადასხვა ენერგოეფექტურ და გარემოსადმი მეგობრულ პროექტებს, რითაც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. გარემოსდაცვითი საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ტრენინგებისა, რომლებიც პერიოდულად უტარდებათ პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. კლიენტებისთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროდუქტი - ეკო სესხი, რაც გულისხმობს ენერგოეფექტური ღონისძიებების, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების და გარემოსადმი მეგობრული ნებისმიერი აქტივობის დაფინანსებას. ასეთი გზით ვცდილობთ შევამციროთ კლიენტების მხრიდან გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა და ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერება. ISO 14001:2015 სერტიფიკატის მიღება კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია, რაც ამყარებს ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას, ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც მწვანე ბანკის მყარ პოზიციას ბაზარზე და ზრდის პასუხსიმგებლობას. მოხარულები ვართ, რომ საქრათველოში წარმოდგენილი ბანკებიდან ეს სერტიფიკატი პირველებმა ჩვენ ავიღეთ” - აცხადებენ პროკრედიტ ბანკის ეკო ქვეგანყოფილებაში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















