გააზიარეთ წარმატება და მიიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოება 2016-ში
საქართველო, თბილისი - 16:56 | 10.08.2016 ნანახია: 1589
„ბიზნესდაჯილდოება 2016“-ში მონაწილეთა რეგისტრაციისთვის 5 დღე რჩება. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტს უკვე შეუერთდა 500-მდე კომპანია - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- წლის ტურისტული ბიზნესი;
- წლის აგრობიზნესი;
- წლის ქართული პროდუქტი;
- წლის ინოვაციური ბიზნესი;
- წლის მცირე ბიზნესი;
- ხალხის რჩეული
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეთა განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა ნომინაციაში „წლის მცირე ბიზნესი“, სადაც ყველაზე მეტი განაცხადია შემოსული.
ამ ტიტულის მოსაპოვებლად მარათონში ჩაერთო კომპანია „ჯონ ვრეპი“ , რომელიც მომხმარებელს საჩუქრების ორიგინალური და კრეატიული შეფუთვის სერვისს სთავაზობს. "აჩუქე მთელი გულით!" - ეს „ჯონ ვრეპის“ სლოგანია, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ საჩუქრის ღირებულება ასმაგდება, როდესაც ის ლამაზად არის შეფუთული. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, თბილისში არ არსებობდა მსგავსი მომსახურება და მუდმივად საჩუქრის შეფუთვის პრობლემას აწყდებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თავად შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის ეს სერვისი.
„ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა გადავწყვიტეთ "ჯონ ვრეპის" წარმატების ამბის გასაზიარებლად. ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე პირველია, ვინც საჩუქრების შეფუთვა ცალკე პროდუქტის კატეგორიად, ცალკე ბიზნესად აქცია, ხოლო ამ პროდუქტის წარმომადგენელი პერსონაჟი, "ჯონ ვრეპი" - ბრენდად. ჩვენმა გამოჩენამ ბაზარზე იგივე სფეროში რამდენიმე მცირე ბიზნესის წამოწყებას მისცა ბიძგი. ჩვენ გვჯერა, რომ საჩუქრის ჩუქება რიტუალია, რომელშიც შეფუთვა უდიდეს როლს თამაშობს. თუკი საჩუქარი "მთელი გულით" არის მირთმეული, ის აუცილებლად იქნება ლამაზ, საგანგებოდ შერჩეულ ქაღალდში შეფუთული,“ - ამბობს თაკო სულაქველიძე, "ჯონ ვრეპის" ერთერთი დამფუძნებელი.
ხალხის რჩეულის ტიტულის მოპოვებას ეცდება გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ , რომელიც ჯერ 2 წლისაც არ არის და მის ანგარიშზე 80-მდე გამოცემული წიგნი და ახალი სერიებია. ამ გამომცემლობის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ მათი წარმატების ერთერთი მიზეზი ქართულ საგამომცმელო ბაზარზე არსებული აუთვილებელი ნიშის შევსებაა. გამომცემლობის პირველი მთავარი ხაზი ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა აღმოჩნდა. წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, „წიგნები ბათუმში“ მკითხველთან მუდმივ კომუნიკაციას ასახელებს.
„ჩვენი წიგნები უკვე ძალიან ბევრ მკითხველს უყვარს, მაგრამ გვინდა, კიდევ უფრო მეტს შეუყვარდეს. ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი გამომცემლობის შესახებ. წიგნები ბათუმში - წიგნები ყველგან!“ - ამბობს მარი კორინთელი, გამომცემლობის თანადამფუძნებელი.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ - ში გამარჯვებულები ნოემბერში გამოვლინდება, მანამდე ფინალისტებს სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს კვალიფიციური ექსპერტებისგან იქნება დაკომპლექტებული. ფინალისტების მარკეტინგულ მხარდაჭერას თიბისი ბანკი და ჯეოსელი უზრუნველყოფენ.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ ყველაზე მასშტაბური დაჯილდოებაა, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; მეორეს მხრივ კი სხვებს მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები, გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















