ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ
საქართველო, თბილისი - 15:53 | 01.09.2016 ნანახია: 1893
„საქართველო ჩემს ფიქრებში: ღვინის ტურიზმის მომავალი ღვინის სამშობლოში" ამ სათაურით ამერიკული ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი მაიკლ ვესეტი საქართველოში დაგეგმილ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შესახებ წერს და მკითხველს ღვინის ექსპერტების მოსაზრებებს უზიარებს.
„ უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავალთ სადაც ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია იმართება. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს, ქართული ღვინის და ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ ყველაფერი შეგვესწავლა. გაგაცნობთ სამ მოსაზრებას რომელიც ვფიქრობ ძალიან გამოსადეგია."
„საბოლოო ზღვარი"
"ჯორჯ ტაბლერმა მთელი საუკეთესო პერიოდი მსოფლიოს გარშემო ღვინის ტურიზმის შესწავლაში გაატარა. დაწერა წიგნი და ეწვია სხვადასხვა ადგილებს, რომელიც ღვინის ტურიზმის რუკაზეა დატანებული, მათ შორის ბურგუნდია, ბორდო, ტოსკანა. მისი მონაცემები ძალიან საინტერესოა. საქართველოს შესახებ კი წიგნის საბოლოო თავში წერს. ტაბერს ქართული ღვინით მოიხიბლა, ის აღწერს ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს, ქვევრს, სუფრას, ღვინის სმის წესებს და ტრადიციებს."
„ღვინის ტურიზმი როგორც ეკონომიკის განვითარების სფერო"
ჟურნალისტი მაიკლ ვესეტი კოლეგა კიმ ანდერსონის საქართველოში მოგზაურობას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეწვია და ქართული ღვინის ინდუსტრიის პოტენციალი გამოიკვლია.
„ანდერსონის ნაშრომი „საქართველო ღვინის აკვანი ღვინის ახალი ექსპორტიორი ქვეყანა" ნამდვილად კარგი საკითხავია. ანდერსონმა აღმოაჩინა, რომ ქართული ღვინის ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია. მისდა გასაკვირად ადგილობრივ ბაზარზე უდიდესი მოთხოვნაა სახლში დამზადებულ ტრადიციულ ღვინოზე. ღვინის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. რუსეთისგან განსხვავებით ამ ქვეყნებში ხარისხზე განსხვავებული მოთხოვნაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ანდერსონის აზრით, ინდუსტრიისა და სოფლისმეურნეობის განვითარება ქართული ღვინის ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის. ანდერსონი განსაკუთრებით დაინტერესდა ღვინის ტურიზმით, ამ სფეროს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ სოფლად გაზარდოს სამუშაო ადგილები და შემოსავლები. კიმ ანდერსონის აზრით, საქართველოს გადაწყვეტილება უმასპინძლოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას არის თანმიმდევრული და პრიორიტეტული გადაწყვეტილება. ანდერსონის აზრით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ღვინისმოყვარულ ტურისტთა მოსაზიდად ანდერსონი სპეციფიკურ რეკომენდაციებს იძლევა, საუბარია მარნების განვითარებაზე."
„უკან ღვინის მომავალში"
„სანამ ანდერსონი ეკონომიკის განვითარებას განიხილავს, ნატურალური ღვინის მოყვარული ალისა ფირინგი ქართული ღვინის სულზე ზრუნავს. ფირინგი თავის წიგნში „For the Love of Wine" დიდ დროს უთმობს ქართულ ღვინოს და ღვინისმწარმოებლებს. ალისა შიშობს, რომ ტრადიციულ ღვინოს ახალი საფრთხე ემუქრება. ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე საერთაშორისო ნორმებით დაცულ ღვინოს ითხოვენ, რომელსაც მრავალი დანამატი აქვს. ალისა ფირინგის აზრით, რუსული კომუნიზმი და საერთაშორისო კაპიტალიზმი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადების შემდეგ განცალკევდნენ. ალისა შიშობს, რომ ორივე სისტემა ცალცალკე ანადგურებს ღვინის არსს. ფირინგი ტრადიციულ მეღვინეობას და მხარსუჭერს.
ნატურალური ღვინის მოძრაობა ფართო მასშტაბებს იძენს, სავარაუდოდ ღვინის ტურიზმი ვიზიტორებს ქართული ღვინის ელჩებად აქცევს. ამ ყველაფერს მე ახლა ვსწავლობ და ვიკვლევ, საქართველო აშკარად ჩემს ფიქრებშია."
სტატიის ბოლოს ავტორი მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მის თანამშრომლებს: ნინო ტურაშვილს და ვიქტორია კობერიძეს.
The Wine Economist ღვინის ჟურნალებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული გამოცემაა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















