პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 6 ა/მანქანა და 589 კვ.მ. კომერციული ფართი დაუბრუნდებათ
საქართველო, თბილისი - 13:40 | 02.09.2016 ნანახია: 1800
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 6 ავტომანქანა და თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 589კვ.მ. კომერციული ფართი დაუბრუნდებათ.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის მაისის თვეში შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ჰყავდათ დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „იბერიას" დირექტორი დავით ჩიტაია.
გამოძიების მსვლელობისას შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პატიმრობაში მყოფ დავით ჩიტაიას შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას საპროცესო შეთანხმებისთვის უნდა გადაეხადა ჯარიმა 140 000 ლარი და ამავდროულად, გენერალური ინსპექციისთვის შეეძინა ,,ჰიუნდაის" მარკის ა/მანქანა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ". წინააღმდეგ შემთხვევაში მას დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა.
აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დავით ჩიტაია იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდასთან ერთად, ოჯახის წევრების მეშვეობით, „ჰიუნდაის" ცენტრში 27000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ჰიუნდაი ტუქსონ IX35", რომელიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
2011 წლის შემოდგომას, მთავარი პროკურატურა ფინანსური დანაშაულის ფაქტზე აწარმოებდა გამოძიებას შპს „შარაგზამშენი პირველი"-ს დირექტორის გულადი ბერაიას მიმართ. გამოძიების მსვლელობისას, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ბიზნესმენ გულადი ბერაიას წაუყენეს პირობა, რომ თუ მას სურდა ციხეში არ მოხვედრილიყო და გაფორმებოდა საპროცესო შეთანხმება, 190 000 ლარად უნდა შეეძინა „ჰიუნდაი"-ს მარკის 5 ავტომანქანა და შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოსთვის. ბიზნესმენი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის უკანონო მოთხოვნას, „ჰიუნდაი"-ს ცენტრში იძულებით შეიძინა ხუთი ერთეული „ჰიუნდაი IX35" და ჩუქების გზით გადასცა სახელმწიფოს, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.
პროკურატურის უკანონო ქმედებებით ასევე დაზარალდნენ შპს „აბა და კომპანია"-ს მეწილეები, რომელთაც მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის უკანონო მოთხოვნით იძულებით დათმეს მათი კომპანიის ბალანსზე არსებული თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 589 კვ.მ. კომერციული ფართი. კერძოდ, 2007 წლის დასაწყისში, მთავარი პროკურატურა სწავლობდა ზემოხსენებული კომერციული ფართის აუქციონზე გატანის და შესყიდვის კანონიერების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მსვლელობისას ვერ იქნა დადგენილი შპს „აბა და კომპანია"-ს წარმომადგენლების მხრიდან ქონების შეძენისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის კატეგორიული მოთხოვნით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარით, მათ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს კომპანიის კუთვნილი კომერციული ფართი.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული შსს გენერალური ინსპექციის და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, რომელთაც დატოვებული აქვთ პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნება დისკრეცია და არ მოხდება მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება შსს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.
ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, სახელმწიფოს მიერ მოქალაქე დავით ჩიტაიას დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული „ჰიუნდაი ტუქსონ IX35" მარკის ა/მანქანა, ბიზნესმენ გულადი ბერაიას ასევე „ჰიუნდაი IX35" მარკის 5 ა/მანქანა, ხოლო შპს „აბა და კომპანია"-ს წარმომადგენლებს გადაეცემათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 589 კვ.მ. კომერციული ფართი.
ახალი დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ქონების უკანონოდ ჩამორთმევის სხვა ფაქტების გამოსავლენად, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში პროკურატურა საზოგადოებას აცნობებს იძულებით ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნების მორიგი გადაწყვეტილების შესახებ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















