დავით ხუციშვილმა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა
საქართველო, თბილისი - 12:37 | 06.09.2016 ნანახია: 1646საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა დღეს ტექნოპარკში გამართული ინტერნეტის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ყოველწლიური კონფერენცია – საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
დავით ხუციშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტზესაქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომლის მიზანია ქვეყნის 2 000-მდე დასახლებული პუნქტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა, დაშვების წერტილების მოწყობა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ოპერატორებს საშუალებას მისცემს,შესაბამისი მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდეფართოზოლოვანი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი, ასევე გააუმჯობესონ არსებული მომსახურების ხარისხი იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ის მოსახლეობას დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინტერნეტში პირადი ცხოვრების პატივისცემის და ხელშეუხებლობის, ცენზურის და თვითცენზურის, საავტორო უფლებების ხელყოფის, სიძულვილის ენის და ძალადობისკენ მოწოდების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვის საკითხები. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, აზრის დაუბრკოლებლად გავრცელების, ინფორმაციის მიღების და გავრცელების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა საკვანძო საკითხებთან.
შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, კერძოდ - სამინისტროში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ბაზისა და პლატფორმის განვითარების და ამ პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















