ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი - გიორგი მღებრიშვილი
საქართველო, თბილისი - 20:45 | 06.09.2016 ნანახია: 1859საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებთან დაკვშირებით განცხადება გააკეთა.
"ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ისე - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები, სამართალდამცველები. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული კრიმინალური შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდეციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა",-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოხდეს კეთლისინდისერი სამართალდამცაველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საფრთოხების ხარისხზე.
"ჩვენ სისტემაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს. მათი აბსულუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უსაფრთოხების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მაიყენებთ ჩრდილს ამ ინსტიტუს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ, კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















