შს სამინისტროსა და TCR international-ს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 13:29 | 07.09.2016 ნანახია: 1701გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ავტოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატის ერთი-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის დამფუძნებელმა მარჩელო ლოტიმ და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების მიხედვით, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს.
„ასეთი რანგის ასპარეზობის საქართველოში გამართვა, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს სპორტულ რუკაზე, საქართველო მიიღებს ტურისტების დამატებით ნაკადს და გახდება საინტერესო ქვეყანა სპორტული ტურიზმის მიმართულებით. გარდა ამისა, ასეთი მაღალი რანგის სპორტსმენების საქართველოში ვიზიტი, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, თავდაუზოგავი შრომითა და საქმის ერთგულებით, შეიძლება, უდიდეს წარმატებას მიაღწიო. კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპის საქართველოში გამართვას ლაიტმოტივად გასდევს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაა. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეალურ საგზაო მოძრაობაში ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა და ყველა საგზაო ნიშნის უპირობო დამორჩილება. ჩვენი ჟინი და ადრენალინი კი ავტოდრომებზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დავხარჯოთ, რათა არ შევუქმნათ საფრთხე სხვებს და რა თქმა უნდა, საკუთარ თავს. ჩვენი გულისთვის, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ხელმოწერის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ხელმძღვანელმა ტურნირის ორგანიზატორებთან ჩემპიონატის საქართველოს ეტაპის სრულყოფილად გამართვასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.
შეთანხმების ხელმოწერას შს სამინისტროს სპორტული კლუბის - MIA Force-ის წევრი დათა ქაჯაიაც ესწრებოდა, რომლის წარმატებულმა გამოსვლამ მსოფლიო ჩემპიონატზე TCR international-ის ორგანიზატორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი და მსოფლიო ჩემპიონტის სპორტული დირექტორი ნუნცია კორვინო მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA Force-ის მოწვევით ჩამოვიდნენ. სტუმრებმა პირველი, გაცნობითი ხასიათის ვიზიტის დროს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















