პროკურატურამ ორი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველო, თბილისი - 13:24 | 16.09.2016 ნანახია: 1756
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის: პოლიტპატიმარ ზაურ მაკარაძის და მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.
ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ზაურ მაკარაძე გასამართლებულ იქნა და იხდიდა სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გამო. ხოლო ბეჟან ბეჟუაშვილი გასამართლებულ იქნა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის" დამფუძნებლებთან ახლო მეგობრული ურთიერთობის გამო, რომელთაც პროკურატურის მოთხოვნით უკანონოდ დაათმობინეს 2 საცხოვრებელი ბინა.
პოლიტპატიმარმა ზაურ მაკარაძემ 2011 წელს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგები, გაწევრიანდა პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართულ ოცნებაში" და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში.
2012 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან" მდებარე გადასასვლელ ხიდთან ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ მაკარაძე დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოს იგი ქურთუკით უკანონოდ ატარებდა ხელყუმბარას და გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში.
ზაურ მაკარაძეს წარედგინა ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა N8 საპყრობილეში. საპატიმროში მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდებოდა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ ზაურ მაკარაძეს გამოძიების წინაშე ეღიარებინა და დაეწერა, თითქოს ის აპირებდა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხელყუმბარის აფეთქებას, რაზედაც იგი კატეგორიულ უარს ამბობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 სექტემბერის განაჩენით ზაურ მაკარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საპატიმროდან ზაურ მაკარაძის გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში მოხერხდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, იგი ცნობილ იქნა პოლიტიკურ პატიმრად.
ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ზაურ მაკარაძე ისე დააკავეს, რომ მის მიმართ გამოძიებაც არ იყო დაწყებული და მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეიქმნა ყალბი მტკიცებულებები, რომლებზეც მოხდა თარიღისა და დროის აღმნიშვნელი რეკვიზიტების გაყალბება და რომელიც შემდგომ გახდა მისი მსჯავრდების საფუძველი. გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ ზაურ მაკარაძის მხრიდან საბრძოლო მასალის ფლობის ან ტარების ფაქტს.
რაც შეეხება ბეჟან ბეჟუაშვილს, გამოძიებით დადგინდა, რომ ამ უკანასკნელს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის" დამფუძნებლებთან -მერაბ ლურსმანაშვილთან და ნუგზარ ბარბაქაძესთან, რომელთა საქმიანობაც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.
ამ მიზეზით, 2010 წლის 06 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნის" დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.
გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავებული მშენებლები აიძულეს უკანონოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილი 39-ში მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ისინი იძულებული გახდნენ 2 საცხოვრებელი ბინა გადაეფორმებინათ სახელმწიფოსთვის.
პროკურატურის მხრიდან მშენებლების დაკავებას და ბინების ჩამორთმევას წინ უძღოდა მათი ახლობლის და მათთან დაკავშირებული პირის ბეჟან ბეჟუაშვილის თაღლითობის ბრალდებით დაკავება, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი ხელისუფლების მისამართით.
ბეჟან ბეჟუაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელმა ,,მშენებელი XXI საუკუნის" მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოტყუებით გაყიდა ამხანაგობის კუთვნილი ბინა და მიღებული თანხა თითქოსდა თაღლითურად მიითვისა.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ხსენებული ორივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე, ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე, პროკურატურამ უკვე შვიდი მოქალაქის მიმართ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება.
პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით. შეკრებილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე დეპარტამენტი პერიოდულად წარსდგება საზოგადოების წინაშე.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















