საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში რეგიონული ბიზნესის ფორუმი გაიმართა
საქართველო, თბილისი - 13:56 | 17.09.2016 ნანახია: 1577
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში რეგიონული ბიზნესის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში“ გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონიდან 200-ზე მეტი მეწარმე დაესწრო.
ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტის - „ღია დიალოგი ბიზნესთან დასკვნითი ღონისძიება იყო, რომელიც ბიზნესის პრობლემების მთავრობისთვის გაცნობას ემსახურებოდა. რეგიონულ ბიზნესის ფორუმს ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე სხვა და სხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა გახსნა, შემდეგ კი საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა- დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამთავრობო უწყებების პრეზენტაციები - რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების დროს წამოწეული პრობლემატიკის შესაბამისად. ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო ღია დიალოგის ფორმატს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მეწარმეს საშუალება ჰქონდა საკუთარი ხმა მთავრობისთვის მიეწვდინა და პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მათთან ერთად ემსჯელა.
პალატის მიერ რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი პრობლემატური საკითხების მიხედვით შეირჩა რამდენიმე სამთავრობო უწყება, რომელთა პრეზენტაციებიც გაიმართა საათნახევრიანი ღია დიალოგის შემდეგ. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ - თაფლისა და თხილის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეირჩა, რომლებიც თავს ძირითადად სამეგრელოში იჩენენ. ასევე პროდუქციის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შესახებ დასმული კითხვების გამო, რაც თითქმის ყველა რეგიონში აქტუალურია. სსიპ „ქონების ეროვნული სააგენტო“-ს პრეზენტაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვების გამო გახდა აქტუალური, რაც შეეხება სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“-ს ის მეწარმეთა იაფი სესხებით დაინტერესების გამო შეირჩა. ასევე საქართველოს რეგიონებში მოღვაწე მეწარმეთა კითხვები ხშირად მიწის რეგისტრაციას უკავშირდება, რის გამოც ღონისძიებაზე ერთ-ერთი პრეზენტატორი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ იყო. საგადასახადო თემატიკის კუთხით დასმულ კითხვებს კი რეგიონული ბიზნესის ფორუმის ფარგლებში სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს. პრეზენტატორები ძირითადად უწყებათა ხელმძღვანელი პირები იყვნენ, იმის გამო, რომ ამომწურავად გაცემოდა პასუხი მეწარმეთა შეკითხვებს ყველა მიმართულებით.
პროექტი „ღია დიალოგი ბიზნესთან“ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. პრეზიდენტი და პალატის გუნდი რეგიონებში ბიზნეს-სექტორს ხვდებოდნენ და კონკრეტული პრობლემების მოსმენის შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე მუშაობდნენ. პროექტი ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც პალატა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიზნეს-სექტორს შეხვდა, შემდეგ კი კონკრეტული პროექტებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრიომლობის ფონთან (GIZ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩავიდა. „ღია დიალოგი ბიზნესთან“-ს ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი და არაწევრი მეწარმეები იღებდნენ. პროექტის ფარგლებში შეხვედრები კახეთში, მცხეთა - მთიანეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიაში და შიდა ქართლში შედგა.
რეგიონული ბიზნესის ფორუმის ფარგლებში თბილისში მეწარმეები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიება, რომელიც მიუნხენისა და ზედა ბავარიის პალატის მიერ იყო დაფინანსებული 4 საათს გაგრძელდა. საჯაროდ გამოსხვლების პარალელურად მონაწილეებს საშუალებს ჰქონდათ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისთვის კითხვები უშუალოდ დაესვათ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















