ახმეტის მუნიციპალიტეტში აბრეშუმის პარკიდან ძაფის საჩვენებელი ამოხვევა ჩატარდა
საქართველო, თბილისი - 14:18 | 19.09.2016 ნანახია: 1604
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა თუთის ახლადგაშენებული პლანტაციები დაათვალიერეს და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მომავალი წლისათვის აბრეშუმის პარკის მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების ხელშეწყობა წარმოადგენს. დღეისათვის, საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. დაირგო ასი ათასი ძირი თუთის ნერგი, რომელიც საქართველოში ბიზნესმენმა, ჯიმშერ ჩხაიძემ შემოიტანა და მარტივი ტიპის პარკსახვევ ორ დაზგასთან ერთად სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
ერთი დაზგა და 2000 ძირი თუთის ნერგი, ახმეტის მეაბრეშუმეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „აბრეშუმხვევიას“ გადაეცა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აღნიშნულ კოოპერატივს 100 გ. პირველი ასაკის აბრეშუმის ჭიაც გადასცა. მეაბრეშუმეებს კონსულტაციებს ცენტრის სპეციალისტი უწევდა. ამჟამად, მიღებული აბრეშუმის პარკის ახალ პარკსახვევ დაზგაზე ამოხვევა მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















