საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარადჭერას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 15:31 | 21.09.2016 ნანახია: 1659
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ადგილობრივი ბიზნესის ლარის რესურსით დაფინანსების შესახებ. ბანკმა, 220 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD-ისგან) მოიპოვა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას მოახმარს. საქართველოს ბანკის „ევროპული ბიზნესსესხი“ - ლარის გრძელვადიანი ფინანსური რესურსია, რაც საქართველოში არსებულ ბიზნესს, ასევე ქალ მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ და განვითარონ თავიანთი ბიზნესი.
მნიშვნელოვანია, „ევროპული ბიზნესსესხის“ პირობები, რადგან მეტი სტიმულისთვის აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობისას, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მიღებული თანხიდან 15%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ (ე.წ cachback-ის სახით). „ევროპული ბიზნესსესხის“ ვადა 5 წლამდეა, სესხის ოდენობა კი 250 000-დან 7.5 000 000 ლარამდე (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო) განისაზღვრება.
ადგილობრივ ბიზნეს „ევროპული ბიზნესსესხი“ დაეხმარება განავითარონ თავიანთი საქმიანობა. შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა. განაახლონ კომპანიის ავტოპარკი. გაარემონტონ ან აღადგინონ შენობა-ნაგებობა. ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებმა დააფინანსონ სხვადასხვა მიზნობრიობა, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს მათ დანერგონ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტი და აითვისონ ევროპის ბაზარი.
„ევროპული ბიზნესსესხის“ ფარგლებში, ადგილობრივ ბიზნეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლონ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით სრულიად უფასოდ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















