ლევან დავითაშვილი ახლადგახსნილი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
საქართველო, თბილისი - 11:47 | 28.09.2016 ნანახია: 1852
დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალში, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „იბერია ფრუთსი“ ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენისა (REAP) და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს და ხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 230 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 92 000 აშშ დოლარი გრანტია, 85 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 30 000 აშშ დოლარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დახმარება, ხოლო დანარჩენი კომპანიის მფლობელთა ფინანსური თანამონაწილეობაა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში იქმნება ახალი საწარმოები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილები, რაც სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც რეგიონების, სოფლების და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანია „იბერია ფრუთსი“ ბიო ველური ვაშლის, ბიო ასკილის, ბიო ქაცვის და ბიო მოცვის, საკვები ჩირების და სამკურნალო მცენარეების გადამუშავების საწარმოო პროცესს უზრუნველყოფს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 114 ტონა საკვების და ხილის ჩაისთვის განკუთვნილი ნარევის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია ნედლეულს მიიღებს შემგროვებლებისგან, რომლებიც დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ადგილობრივი მოსახლეობაა. შემგროვებლები ნედლეულს ჩააბარებენ ადგილობრივ შემგროვებელ პუნქტებში, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას საწარმოში.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 150 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს. პროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებით ბიძგს აძლევს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















