გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:17 | 04.10.2016 ნანახია: 1411
ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კერძო სექტორის, კონკრეტულად კი სასტუმროებისა და ტურისტული და ავია კომპანიების 300-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ მოქალაქეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და 9 თვე შეაჯამა.
2016 წლის იანვარ - სექტმბერში ტურისტთა რაოდენობა 19,5 % -ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8,6 % ით გაიზარდა. ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4, 879, 031 შეადგინა, რაც 384,690 ით მეტია წლინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მომართულებიდანაც, მათ შრის ლატვია (+26%), გერმანია (+6%), ლიტვა (+9%).
2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 876,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,ზრდა (+13,2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინუგლ აქტივობებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 15,720,000 ლარი დახარჯა. მომზადდა 300 სტატია, ბლოგ- პოსტი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო მედიაში. საქართველოს, ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრობდა 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ტუროპერატორი. მონაწილეობა მივიღეთ 15 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში.
მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს უკვე ტურიზმის ბიზნესში ჩართული საქართველოს 800 მოქალაქე გადაამზადა. ტრენინგები სასტუმროს საქმეს და მოსმახურების უნარ- ჩვევებს, საგადასახადო კოდექსს, საბაზისო ინგილუსრ ენას და სამთო გამყოლის კურსებს ეხებოდა.
გრძელდება შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით კამპანია ,,გაიცანი საქართველოც“. მარტო 2016 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( კახეთი, გურია, აჭარა, რაჭა, სამეგრელო, სამცხე- ჯავახეთი, მცხეთა მთიანეთი) 8 პრეს ტური ჩატარდა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს 184 ჟურნალისტი გაეცნო.
პოლიტიკა
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
- როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან - ლევან ხაბეიშვილი
- 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი
- „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ამას ვერ შეძლებენ - პეტრე ცისკარიშვილი
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება