ძალიან ცუდი სიგნალია! - დავით ქაცარავა მერიისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 15:19 | 23.10.2016 ნანახია: 1853
თბილისის მერიამ საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. მერიის ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემო მეგობრებო!!!
ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.
ბოლო წლების განმავლობაში ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად 0 – ვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ რომ ყოვეთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია...ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად..
ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა,სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!!!ჩვენც, ფედერაციის წევრები,მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ რომ პრემიერ მინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.
მ/წ – ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21–23 ოქტომბერს ქ. ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე–კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა – 2 350 ლარი. გუნდის შემადგენლობა – 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი – ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.
გუშინ, 18 ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან – ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ – უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.
მსურს დაგამშვიდოთ – 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.
ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ეხლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხხები იყო ეს. ამიერიდან არც ერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.
ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა???? ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების???? რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომერს ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული????ესე გვინდა სპორტი განვავითაროთ??? ესეთი მიდგომით არაფერი გამოვა!!!!! ეს ჩემთვის და ვფიქრობ მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია!!! მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!
ის იმედი, მუხტი,სიხარული, რწმენა იმისა რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.
ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22–28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!!!!რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?????
ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ!!!!!მე ვაკეთებ ჩემ საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ – ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში არც ერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!!!!!
ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!!
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა.ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის "შავ სიაში" შეყვანის მიზეზი!!!!!!!!!!
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
დავით ქაცარავა
მერიის საპასუხო წერილს, სადაც დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავენ, საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას 17 ოქტომბერს ეცნობა უარის პასუხი ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მერიის ამ განცხადებას ასევე პასუხობს დავით ქაცარა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტისგან ბოდისში მოხდას ითხოვს:
მსურს გამოვეხმაურო მერიის საპასუხო განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩემთვის ცნობილი იყო უარის შესახებ.
1. არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რომ კანოეს გუნდს არ დააფინანსებდნენ, ეს მხოლოდ 18ოქტომბერს გავიგე. საუბარი ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში გვქონდა ჯომარდობის საკმაოდ ძვირადღირებულ ტურნირთან დაკავშირებით და ჯომარდობის ტურნირის უარი ახსნის დონეზე მიღებულ იქნა.
2. არ აქვს მნიშვნელობა მანამდე რა დააფინანსეს – მნიშვნელობა აქვს რომ არანაირი ნება არ იყო 2350 ლარიანი მივლინების დაფინანსებისა და მხოლოდ 18 ოქტომბერს, 2 დღით ადრე ვიგებთ უარის შესახებ.
მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მერიის საპასუხო წერილი მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც მე დავწერე ჩემს პოსტში – უარი გვეთქვა დაფინანსებაზე თანხების არქონის გამო. ისიც დადასტურდა რომ პასუხი ჩვენ ჩაგვბარდა 18ოქტომბერს, რაც ძალიან დაგვიანებულია და გვიქმნის სერიოზულ პრობლემებს.ერთადერთი რასაც ეცადა მერია, როგორღაც გადმოეტანათ პასუხისმგებლობა ჩემზე–სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მე საუბარი მხოლოდ ჯომარდობის ტურნირზე მქონდა. დანარჩენი კი რაც მერიამ ანგარიშის სახით წარმოადგინა სხვადასხვა სახეობების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ლირიკაა.
ვითხოვ მერიისგან და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას, ვინაიდან დაიწერა რომ მე ვცრუობდი და პასუხს მომთხოვდნენ ჩემს ტყუილებთან დაკავშირებით.
ფაქტი სახეზეა – მერიამ აღიარა ის გარემოება, რაც ჩემს პოსტში ეწერა – არ დაგვაფინანსეს იმიტომ რომ თანხები არ ქონდათ" -წერს ქაცარავა.
პოლიტიკა
- თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს
- მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე
- 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პრობლემის სიმწვავე მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ, კონსტიტუციურ რეაგირებას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















