ხულოში ახალი სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას
საქართველო, თბილისი - 15:12 | 24.10.2016 ნანახია: 1830
ხულოში სამკერვალო ფაბრიკა დაიწყებს ფუნქციონირებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გამარჯვებულ კანდიდატთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად საწარმოს ეწვია და თანამშრომლებს გაესაუბრა.
”მივესალმები მსგავს ინიციატივას, რომელიც ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს - ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომლის დახმარებით დღეს აქ ინვესტიცია ხორციელდება, უკვე დასაქმებულია ადგილობრივი კადრები, მომავალში კი 200-მდე ხულოს მკვიდრი დასაქმდება. საწარმო სარგებლობს მთის კანონის იმ შეღავათით, რომელიც მთიან რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება და ეს სამკერვალო არის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად გამართლებული და წარმატებულია მთის კანონი, რომ იგი ნამდვილად ემსახურება მთაში მოსახლეობის გამაგრებას, მთის მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სამკერვალოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას.
ამ ეტაპზე საწარმოში 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული და სამომავლოდ 200-მდე ადამიანი დასაქმდება.
ფაბრიკის შენობის ფასადისა და ინტერიერის სამუშაოები უკვე დასრულებულია, საწარმოში შემოტანილია 60-მდე სამკერვალო დანადგარი. ინვესტიცია თურქულ-ქართულია და საწარმოს გამართვისა და ფუნქციონირების საკითხში ჩართულია რეგიონში მყოფი ნორვეგიელი ინვესტორებიც.
მნიშვნელოვანია, რომ ხულოში უკვე რამდენიმე საწარმო ფუნციონირებს, ტექსტილის მიმართულებით პირველი საწარმო სულ მალე ოფიციალურად გაიხსნება.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















