პროექტის დაწყებიდან სამ თვეში სახელმწიფომ 1200-ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დააფინანსა
საქართველო, თბილისი - 17:16 | 27.10.2016 ნანახია: 1753
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5-ჰა მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს.
პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე სისაური ამზომველებს შეხვდა და მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ამ დროისთვის ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია პროექტში ჩართული და სახელმწიფომ უკვე 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა. „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს 3 თვის თავზე. ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია ამ პროექტში ჩართული და 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა სახელმწიფომ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დღეს იმართება სამუშაო შეხვედრა საამზომებლო კომპანიებთან, განიხილება არსებული შედეგები და სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით. ასევე გავაანალიზებთ კონკრეტულ რაიონებში გაწეულ სამუშაოებს და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში და საჭიროებს გარკვეულ რეგულაციას. ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული, რომელიც უკვე ელოდება რეგისტრაციის დასრულებას და ამის შემდეგ დაექვემდებარება სუფსიდირებას“ - განახადა ეკატერინე სისაურმა.
ეკატერინე სისაურმა მედიის წარმომადგენლებთან ის პროცედურებიც განმარტა, რომელიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს მიწის რეგისტრაციისთისვის. ამისთვის მან უნდა მიმართოს შესაბამის ამზომველ სააგენტოს, აზომვითი ნახაზები წარუდგინოს საჯარო რეესტრს და თან იქონიოს საჭირო დოკუმენტაცია:
ა) ამზომველთან გაფორმებული შესაბამის ხელშეკრულება;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი;
გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველი დოკუმენტი (ინვოისი);
დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის მიმართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას.
,,კანონმდებლობით, სერტიფიცირებული ამზომველის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი სავალდებულო არ არის, თუმცა აღნიშნული პროცესი უკვე დაწყებულია. არსებობენ კერძო უწყებები, რომლებიც ამ საამზომველო კომპანიების სერტიფიცირებას ახდენენ. ასევე არის იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის მოგვარებას. საამზომველო კომპანიას, რომელსაც სურს სერტიფიკატის მიღება, შეუძლია თავის წარმომადგენელთან ერთად მივიდეს, გაიაროს სასწავლო კურსი, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს. არის ძირითადი, ანუ საწყისი კურსი, ასევე ზოგადი კურსი, რომელიც ამზომველს საკითხის წინაპირობას უქმნის და აძლევს შესაბამისი ცოდნას და კურსი, სადაც მსურველს შეუძლია მივიდეს, პირდაპირ გამოცდა ჩააბაროს და მიიღოს სერტიფიკატი. თუმცა, ჯერჯერობით, საჯარო რეესტრის სააგენტოს მხრიდან სერტიფიცირებული ამზომველების შესახებ სავალდებულო მოთხოვნა არ დგას“ - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე ცარციძემ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















