5 ნოემბერს ბათუმში „ბათუმი მოლი" გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 19:14 | 04.11.2016 ნანახია: 7160
ბათუმში 5 ნოემბერს „ბათუმი მოლი" გაიხსნება.
„ბათუმი მოლი“ არის პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი ქალაქ ბათუმში, რომლის სრული ფართობი შეადგენს 18400კვ.მ-ს, საიდანაც 12500 კვ.მ არის კომერციული ფართი, ხოლო 5900 კვ.მ გამოყოფილია ავტოსადგომისთვის რომელიც გათვლილია 220 ავტომობილზე.
პროექტის განხორცილებისთვის 20 000 000 ლარი გამოიყო. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება 120-მდე ადამიანი.
“ბათუმი მოლი” 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრია და შენობას თან ახლავს 6 დონიანი ავტოსადგომი, რაც ბათუმისთვის სიახლეს წარმოადგენს. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე. მაქსიმალური კომფორტისთვის სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია ლიფტებით და ესკალატორებით.
მიმდინარე ეტაპზე მოლში გახსნილი და წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების 50-მდე სავაჭრო და გასართობი ობიექტი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა, შესაბამისად 2016 წლის ბოლოს „ბათუმი მოლი“ ჯამში 100 ობიექტით მოემსახურება მომხმარებლებს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი; ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები; პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები; სატრენაჟორო დარბაზი; კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები „ბათუმი მოლის“ გახსნისთვის დაგეგმილია მასშტაბური საზეიმო ღონისძიება, რაც გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს, ფასდაკლებებს, უამრავ სიურპრიზს და საჩუქრებს სავაჭრო ცენტრში მოსული მომხმარებლებისთვის.
13:00 საათზე ბათუმის ქუჩებში გამოჩნდება მხიარული მუსიკალურად გაფორმებული მიკრო ავტობუსი,რომელიც მოლის პრომო გოგონებით და ბუშტებით აიყვანს მსურველებს და მხიარული მარშრუტით მიიყვანს მოლის ტერიტორიამდე.
14:00 საათზე სანახაობრივი შოუ გაიმართება: გმირები ოჩოფეხებით და სხვადასხვა აკრობატები შეეგებებიან ვიზიტორებს მოლის ცენტრალურ შესასვლელში; მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ჩაის, ყავის და ტკბილეულის დეგუსტაცია; დარიგდება ბათუმი მოლის სამახსოვრო ბუშტები და იღბლიანი სამაჯურები .
14:30 საათი -16:00 საათზე გაიმართება საბავშვო გასართობი შოუ პროგრამა ყველაზე სახალისო საჩუქრებით (მეორე სართული); სახის მოხატვა ყველასათვის; ძერწვის და ხატვის საგანმანათლებლო კუთხე; 9D ატრაქციონი; ბრაზიანი ჩიტების ატრაქციონი; სხვადასხვა თოჯინები; დარიგდება ტკბილეული და გაიმართება ლიმონათების დაგემოვნება ბავშვებისათვის.
15:00 საათზე დაგეგმილი “ბათუმი მოლის“ ოფიციალური გახსნა.
17:00 საათზე გაიმართება იღბლიანი სამაჯურის შოუ, სპეციალურად განკუთვნილი პრიზებით. დასაჩუქრდება 50 ზე მეტი მომხმარებელი.
„ბათუმი მოლის“ გახსნის დღესასწაულის აღსანიშნავად სავაჭრო ცენტრი შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს 1 კვირიან სპეციალურ აქციას: 5 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, მოლში გახარჯული ყოველი 200 ლარის ოდენობის ქვითრის მფლობელი დასაჩუქრდება „ბათუმი მოლის“ მიერ დაწესებული განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქრებით.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















