28 ნოემბერს, რძის მცირე და საშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:19 | 24.11.2016 ნანახია: 1563
28 ნოემბერს, კაჭრეთში, რძის მცირე და საშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება. ფორუმის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ახორციელებს.
პროექტი კახეთის რეგიონის მასშტაბით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანი მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაა.
რძის სექტორში, მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ პროდუქციის წარმოებისა თუ რეალიზაციის კუთხით. რეგისტრირებული მეწარმეები ცდილობენ ყველანაირი საერთაშორისო წესისა და სტანდარტის დაცვით წარმართონ წარმოება და შედეგად, უსაფრთხო რძის პროდუქტები გაიტანონ ბაზარზე სარეალიზაციოდ. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მეწარმეებს აღნიშნული სტანდარტების დანერგვის მიზნით საკმაოდ დიდი ინვესტიციების გაწევა უხდებათ. ეს კი თავისთავად, საქონლის ერთეულზე ზრდის ფასს. თუმცა, პრობლემა შემდეგში მდგომარეობს. რეგისტრირებულ მეწარმეთა გვერდით, არარეგისტრირებული მეწარმეები, რომლებიც ამ წესებისა და სტანდარტების გვერდის ავლით საქმიანობენ, არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან. ამასთან ერთად კი, მომხმარებელთა უფლებებს ირღვევა. რაც საბოლოო ჯამში სექტორის განვითარებას აფერხებს.
რძის გადამამუშავებელთა ფორუმი კი სწორედ ზემოთაღნიშნულ პრობლემას ეხმიანება. ფორუმზე, დიალოგის ფორმატში მოწვეულნი იქნებიან კახეთის მცირე და საშუალო მეწარმეები, სახელმწიფო გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შეეცდებიან ერთად დასახონ პრობლემის მოგვარების გზები.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















