ქართულ ბაზარზე ისრაელური წამყვანი არქიტექტურული კომპანია შემოვიდა
საქართველო, თბილისი - 13:30 | 02.12.2016 ნანახია: 1734
ისრაელის წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ MYS Architects-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. იგი ქართულ ბაზარზე იმუშავებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია.
MYS Architects სახელს უკავშირდება ისრაელში არაერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომლებიც ხარისხისა და ნოვატორობის სინონიმები გახდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ MYS Architects-მა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე თელ ავივის არქიტექტური სახის შექმნაში. კომპანიას შექმნილი აქვს პროექტები ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა სავაჭრო, საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სასტუმრო და საზოგადოებრივი სექტორები. ეს პროექტები განხორციელდა არა მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოს 32 ქვეყანაში. კომპანიის კრეატიულ ჯგუფს შეადგენს ხუთი დამოუკიდებელი სტუდია.
MYS Architects -ს უკვე აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. მისი პროექტის მიხედვით აშენდა თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ პოინტი“.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი რონი ლაიში აცხადებს, MYS Architects ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ სერიოზული მოთამაშედ ყალიბდება, იწყებს მსხვილი არქიტექტურული პროექტების განხორციელებას და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















