გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის- „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:15 | 23.12.2016 ნანახია: 1643
გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის- „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა სამთო სპორტის მოყვარულებს ახალი საბაგიროს გახსნა მიულოცა და გუდაურის კურორტის განვითარებაში ადგილობრივების დიდ წვლილზე ისაუბრა.
"პირველ რიგში მივესალმები ძველ გუდაურელებს, იმ ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმითაც დაიწყო გუდაურის იდეა და აშენდა ეს მართლაც და მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი კურორტი. ასეთი განსაკუთრებული იდეის განხორციელება გმირობის ტოლფასია - როცა იწყებ ამხელა საქმეს და უდიდესი გამძლეობა, ძალიან ბევრი საწინააღმდეგო აზრის გადატანა და ბრძოლა გიწევს. ამიტომ, ათმაგად მნიშვნელოვანია თქვენი გმირობა და ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც ამ უმშვენიერესი კურორტის შექმნაში მიგიძღვით. ჩვენ ღირსეულად ვაგრძელებთ თქვენს საქმეს და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. ასევე, ეს არის ის უახლესი სისტემები, ის უახლესი საბაგიროები, სასტუმროები და ინვესტიციები რომლებიც დღეს აქ ხორციელდება",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე დასრულებულია გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა კანადურ კომპანია "ეკოსაინთან" ერთად, რაც იძლევა საშუალებას, რომ კურორტი გეგმაზომიერად და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად განვითარდეს.
"ჩვენ დღეს აქ ამოვედით, რომ გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანია "Doppelmayr"-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას კურორტ გუდაურში. ჩვენ დავასრულეთ კანადურ კომპანია "ეკოსაინთან" ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა და, დღეიდან მოყოლებული, სტიქიური განვითარება აღარ იქნება ამ კურორტზე - იქნება გეგმაზომიერი, თანამედროვე და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი განვითარება. ეს მოითხოვს გარკვეულ რეგულაციებს ამ განვითარების დროს, მაგრამ ეს იქნება იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი ნახოს თითოეულმა სასტუმრომ, რომელიც აქ არსებობს, საოჯახო და დიდმა სასტუროებმა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, გუდაურში 2018 წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება, რაც დღემდე პრობლემაა.
"გუდაურში ყოველთვის წყალმომარაგების პრობლემა იყო. წელს, წყალმომარაგების პირველი ეტაპი დასრულდა. 2018 წელს კი, 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის განვითარების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება "დიდი მომავლის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმის საფუძველი".
" არ არის მარტივი პერიოდი, ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, იქნება ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით,"-აღნიშნა პრემიერმა.
საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საპატიო ჯილდო გადაეცათ იმ პირებს, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.
2016 წელს გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარებისა და საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა" შეიმუშავა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ჩართულობით, გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის," სამთო გამყოლთა ასოციაციაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში პირველად დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც საერთაშორისო დონის მთაში გამყოლ გიდებს მოამზადებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















