ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა" პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს
საქართველო, თბილისი - 16:13 | 27.12.2016 ნანახია: 1723
სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის" რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის" სახელით გააგრძელებს ოპერირებას.
არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში. ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის" ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.
მალე „თიბისი დაზღვევის" პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს.
„თიბისი დაზღვევის" სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის" კონურენტული უპირატესობა.
ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის, ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა" აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს.
„კოპენბური" თიბისი ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის დასრულების შედეგად „თიბისი დაზღვევა" სამი იანვრიდან უკვე ახალ არხში - თიბისი ბანკის ქსელში იქნება წარმოდგენილი.
„თიბისი დაზღვევაში" 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.
კომპანიის არსებული ოფისები აგრძელებს მუშაობას, მომხმარებელს „თიბისი დაზღვევის" 300-მდე თანამშრომელი მოემსახურება.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















