www.statusdonates.ge - ახალი ონლაინ პლატფორმა ქველმოქმედებისთვის
საქართველო, თბილისი - 11:26 | 29.12.2016 ნანახია: 1629
თიბისი სტატუსი მომხმარებლებისთვის ინოვაციურ საქველმოქმედო პლატფორმას ქმნის. სპეციალური ვებგვერდი www.statusdonates.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამისთვის, ვებგვერდზე შესვლა, ვიდეო-ისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.
ახალი პლატფორმის დაფუძნებით, თიბისი ბანკი არსებითად ცვლის საქართველოში ქველმოქმედების სტანდარტებს. საზოგადოების აქტიური ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები, მიიღებენ აუცილებელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება მათი მომავალი.
თიბისი ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველწლიურად თიბისი 4-5 მილიონიან დაფინანსებას ახორციელებს სხვადასხვა სოციალური პროექტის, კულტურის, სპორტის თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების მხარდასაჭერად. 2016 წლიდან თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი პარტნიორი გახდა, რითაც გააცხადა სურვილი და მზადყოფნა გრძელვადიანად იზრუნოს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. CSR ინვესტიციების მხრივ, თიბისი ბანკი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან Barclays, HSBC და სხვები.
თიბისი ბანკი კვლავაც გააგრძელებს, სხვადასხვა მიმართულებით, სოციალური და კულტურული პროექტების ხელშეწყობას. აქცენტი განვითარებაზე, მომავალი თაობების აღზრდაზე და მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე კეთდება.
ამასთანავე, თიბისი სტატუსის ახალი პლატფორმის ფარგლებში თავს მოუყრის უამრავ ისტორიას, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება. თავის მხრივ, თითოეული ამ ისტორიის დაფინანსებაში თიბისი ბანკიც შეიტანს წვლილს, ასევე, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებსაც მთლიანად ბანკი დაფარავს.
პირველ ეტაპზე, ახალი პლატფორმის ეგიდით სამი პროექტი დაფინანსდება, რისთვისაც საჭირო თანხებს მთლიანად თიბისი სტატუსი გაიღებს. მხარდაჭერას მიიღებენ: სოფელ ძეგვში არსებული თავშესაფარი და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნებათ.
თიბისი ბანკის სტატუს მომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 2017 წელს 10 წლის ხდება. პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის დროის დაზოგვას და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, ის მთლიანად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















