ცხვირის ძვალი–გატეხილი, ნიკაპი–მონგრეული, თითები–დამტვრეული - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
საქართველო, თბილისი - 12:44 | 09.01.2017 ნანახია: 3443
4 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ქალი, ზიზი ურუშაძე, სადისტურად მოკლული იპოვეს. ზიზი ურუშაძის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეუღლე, ვახო სამხარაძე, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მან მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა, მაგრამ ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერათ მოკლულის ახლობლებს. ისინი ეჭვობენ, რომ მკვლელობის რეალური მიზეზი ფულია – ბრალდებულს ფული ჰქონდა წაგებული და მეუღლეს ამ თანხას სთხოვდაო.
წყვილი ე.წ. იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობელი ამბობს, რომ გაიგო როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.
ზიზი ურუშაძის მეგობარი:
“ზიზი მაღაზიათა ქსელის მენეჯერი იყო, ყველა საქმეს ის აგვარებდა, საბაჟოზე, ბანკში, საგადასახადოში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული და მეორე დღეს მიჰქონდა საგადასახადოში. ქმარიც, ალბათ, ამიტომ სთხოვდა. ეჭვიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ზიზი ძალიან წესიერი იყო, სულ მუშაობდა, ვახო კი მის ნაშრომს ჭამდა…
დარწმუნებული ვარ, ზიზი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობდა… 6 წლიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთის ყველა ნაბიჯი ვიცოდით, სულ ერთად ვიყავით და ამ კაცმა დაგვაცილა ერთმანეთს. 2 წუთით რომ შემოირბენდა, დაძაბული იყო, სულ გარბოდა.
ვახოს მანამდე სხვა ოჯახი ჰყავდა, ყოფილ მეუღლესთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვახო ვერაზე გაიზარდა. წლების მანძილზე სასამართლოში უმცროს და-ძმას უჩიოდა, მათ მშობლების სახლი გააყიდვინა და წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ მალე დაამტვრია. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე”, - აცხადებს ზიზი ურუშაძის მეგობარი.
მოკლულის მეგობარი ტრაგედიის დღესაც იხსენებს:
“ზიზი სამსახურში რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელი ვახოს შეეხმიანა. წარმოიდგინეთ, მკვლელობა უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო…მან ცხედარი ბოქლომით ოთახში ჩაკეტა,შემდეგ ზიზის მშობლების ეზოში მივიდა. იქიდან ზიზის ძმისშვილი გამოიხმო, თავისი მანქანის გასაღები მისცა, უთხრა, შენ გჩუქნიო და მერე სამართალდამცველებს ჩაბარდა. შინ რომ მიბრუნებულიყო, ვიღაც შურს იძიებდა და ისიც იცოდა, რომ ჩაბარებით ბრალს შეიმსუბუქებდა. ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. მთელი სახე დალურჯებული აქვს, შუბლზე – კოპი, ცხვირის ძვალი – გატეხილი, ნიკაპი – მონგრეული, თითის ფალანგები – დამტვრეული. ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ, რომ უყვარდა. მან კი მოკლა”, – ამბობს დაღუპულის უახლოესი მეგობარი.
ზიზი ურუშაძის დედა ცისანა მათითაიშვილი:
„ჩემი შვილი 24 საათი მუშაობდა. ეჭვიანი რომ იყო ჩემი სიძე, ამას ვგრძნობდი. რამდენჯერმე ზიზის სამსახურთანაც შევნიშნე, შორიდან უთვალთვალებდა. ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ მირეკავდა, იმ დღეს რომ არ დამირეკა, ვიფიქრე, ალბათ, ტელეფონი არა აქვს დატენილი-მეთქი. ჩემი შვილიშვილი მოვიდა ვარჯიშიდან, პირველის წუთები იყო, ამ დროს დაურეკა ვახომ, ქვევით ჩამოდიო და ბავშვიც ჩავიდა. რომ დაბრუნდა, ცახცახებდა, ვახომ მანქანის გასაღები მომცა და მითხრა ჩემს მანქანას შენ გჩუქნი, გვერდით ეზოში მყავს დაყენებულიო. ზიზის დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო, 10 წუთში ისევ დავრეკე, ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ამ დროს ეზოდან ხმა გავიგე, ურუშაძეები სად ცხოვრობენო, ვახოს და და სიძე იყვნენ. შვილიშვილი გავუშვი, ბავშვმა 15 წუთში დამირეკა, პოლიციაში ვარო. მაშინ გავიგე, რომ შვილი აღარ მყავდა“, – აცხადებს ცისანა მათითაიშვილი.
წყარო: “კვირის პალიტრა“
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















