"ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 17:09 | 16.01.2017 ნანახია: 1631
საქართველოს მთავრობასა და ,,CEFC China Energy Company Limited”-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limited-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მემორანდუმი პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“-ს ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ და მიმართულია აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში კონკურენტუნარიანი მარშრუტის ერთობლივად განვითარებისკენ გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა განიხილება.
,,ეს არის მრავალმიმართულებიანი შეთანხმება. კონკრეტულად ამ მემორანდუმის თემა გახლავთ კომპანია ‘’CEFC China Energy Company Limited“-ის „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75 %-იან წილში შემოსვლა. რაც, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ეს ინდუსტრიული ზონა ,,აბრეშუმის გზის“ ნაწილი გახდება. გარდა იმისა, რომ ამ ინდუსტრიულ ზონაში განვითარდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საუკეთესო ტექნოლოგიები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩინეთში ეს ძალზედ განვითარებული ბიზნესია. ფაქტობრივად, ჩინური ეკონომიკა დგას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების სტრუქტურებზე. ასევე, ჩვენთვის ამას, უბრალოდ, ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა აქვს,-‘’ განაცხადა გიორგი გახარიამ.
„CEFC China Energy Company Limited“–ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში შედის. კომპანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით გეგმავს.
,,ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი ,,აბრეშუმის გზის“ და ,,ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის მეშვეობით. ყველაზე მსხვილი ჩინური ინვესტიციები ამ რეგიონში საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს უნდა იყოს ის ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ უკვე სხვა ჩინური კომპანიების აქ მოზიდვას,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.
გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“–ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არამხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.
,,ეს არის პირველი ნაბიჯი, თუმცა არა ერთადერთი. ამას მოყვება ინვესტიციები ტურისტული, ინდუსტრიული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ვთვლით, რომ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას მივიჩნიოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ამ რეგიონში, სწორედ საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი. საქართველომ კიდევ დამატებითი ფუნქცია უნდა შეიძინოს ლოგისტიკური მიმართულებით. რადგან ,,აბრეშუმის გზის“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს და ეს მართლაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე რეგიონულ ჭრილში ქვეყნის განვითარებას,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ, აწარმოონ განხილვები და მოლაპარაკებები, თანასწორობის, ნაცვალგების და კეთილი ნების პრინციპებზე დაყრდნობით „ფოთის თიზ“-ში გამჭვირვალე ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი თანამშრომლობისთვის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და საწყისი პრინციპების გამოკვეთის გზით.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















