თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა
საქართველო, თბილისი - 16:39 | 06.02.2017 ნანახია: 1566
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა. ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ ერგეშიზეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში", გადაცემა „ექიმების" წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ გათამაშების შედეგად, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ორი სუპერ პრიზის მფლობელი - ზურაბ ერგეშიძე, რომელმაც გუდაურში ბინა მოიგო და ბაკურ ბეგაშვილი, რომელმაც ევროპაში სამოგზაურო საგზური მოიგო.
გარდა სუპერპრიზის მფლობელებისა, თიბისი ბანკის გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელმაც აქციის პერიოდში მობაილ ბანკით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. ეს აღმოჩნდა თინათინ ლორთქიფანიძე, რომელსაც ბანკმა ასევე აჩუქა ბინა გუდაურში. სიურპრიზის შესახებ მობაილ ბანკის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს თიბისი ბანკმა სწორედ გუდაურიდან, ერგეშიძეების ბინიდან სატელეფონო ზარით შეატყობინა.
აქციის ფარგლებში სულ 2000-მდე ადამიანი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ მონაწილეობდნენ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრულ გათამაშებაში.
„ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება ციფრულად მიმდინარეობდა და გათამაშების პრინციპი შემთხვევითობა იყო. არ გვინდოდა, ყველაზე აქტიური მომხმარებელი საჩუქრის გარეშე დაგვრჩენოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მეორე ბინა გუდაურში, მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებლისთვის გადაგვეცა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აქცია ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სიხარულის მომტანი - 2000-მდე ადამიანი ფულადი პრიზით დავასაჩუქრეთ, 2 - ბინით, ერთი კი მოგზაურობით. ყველას მინდა მივულოცო თიბისი ბანკის სახელით და წარმატება ვუსურვო, სხვებს კი მოვუწოდო, რომ გააქტიურდნენ ინტერნეტ და მობაილბანკში,"- განაცხადა თიბისი ბანკის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა, თამუნა კირვალიძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















