Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:46 | 16.02.2017 ნანახია: 1730
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსშპს „აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს ავიაბაზარი რეგიონში ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადია. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, წელსაც, იანვარი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის ძალიან პოზიტიური თვე იყო.
,,მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს 130 %-იანი ზრდა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზრდა კიდევ და კიდევ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც საკმაოდ წარმატებული იყო და წელს მასაც ბევრი სიახლე ექნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. დაიწყო გაყიდვები ბილეთებზე ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით, რომელსაც კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ქეთევან ალექსიძემ.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარი. „ჩვენ არ გვქონდა აქამდე პირდაპირი რეისები, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდებოდა ნებისმიერ ტურისტს აქ ჩამოსასვლელად და ვფიქრობთ, რომ არსებული საშუალებით გავზრდით მგზავრთნაკადს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომ მარტივად, პირდაპირი რეისით მოხვდნენ დიდ ბრიტანეთში“ - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















