მაია რჩეულიშვილს შესაძლოა ქონება ჩამოერთვას

საქართველო, თბილისი - 16:58 | 21.02.2017
ნანახია: 1868

მაია რჩეულიშვილს შესაძლოა ქონება ჩამოერთვას. პროკურორის განცხადებით, მან გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია. 

საუბარია 250 000 ლარზე, რომელიც ბრალდებულს ერთ-ერთ ეპიზოდზე გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. ბრალმდებლის თქმით, რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია, ახალი დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ-ერთ ეპიზოდზე, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა.

მოსამართლე ქონების ჩამორთმევის შესახებ 23 თებერვალს იმსჯელებს. ახალი ბრალი პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა.  გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე