დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს

საქართველო, თბილისი - 18:01 | 21.02.2017
ნანახია: 1322

დეკანოზი გიორგი მამალაძე უახლოეს დღეებში დუმილის უფლებას დაარღვევს, ეს შეიძლება ხვალ მოხდეს, - განაცხადა მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს წაყენებული ბრალდებების კანონიერებას. 

„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე