იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნოდა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:30 | 22.02.2017
ნანახია: 1592

როგორც გამოძიებიდან ირკვევა, მის სახლში აღმოაჩინეს იარაღი. იარაღი მისი არ იყო, ამის შესახებ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძისადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგის ბრალი წარდგენილი აქვს სხვადასხვა მუხლით. არ უნდა დაგვავიწყდეს იარაღი. როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ მოახერხეს, რომ იარაღი მამა გიორგისთან აღმოჩნდა, მერე უკვე ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება - თუ როგორ აღმოჩნდა, ამას მამა გიორგი გამოძიებამდე მოახსენებს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებს. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, მის სახლში აღმოაჩინეს იარაღი. იარაღი მისი არ იყო", - განაცხადა ადვოკატმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე