სასამართლომ ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველო, თბილისი - 10:36 | 01.03.2017 ნანახია: 1618
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის ფაქტზე, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინბლაუ დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ არტურ მარტინ ბლაუს მის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდაგადამზიდავი კომპანია შპს „AB Anneson Akeri", რომელსაც 2016 წლის ივნისის თვეში ირანიდან ჰოლანდიაში ბრინჯი უნდა გადაეზიდა. ტვირთისგადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით. გამოძიებით დადგინდა, რომავტომანქანის მისაბმელში, ნარკოტიკული საშუალების შენიღბულად გადაზიდვის მიზნით სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, რომლითაც არტურ მარტინ ბლაუს საქართველო-უკრაინის სატრანზიტო გზით ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკული საშუალება უნდაგადაეზიდა.
2016 წლის 13 ივნისს სამართალდამცველებმა არტურ მარტინ ბლაუ ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ავტომობილისმისაბმელის იატაკში მოწყობილი სამალავიდან ამოღებულ იქნა 356 ნაწილად დაფასოებული 177კგ და 750,8 გრ. ფხვნილი, რომელიცკუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფხვნილში ნარკოტიკულისაშუალება ჰეროინის წონა 96კგ და 598,67გრ. შეადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















