,,მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე, ამინ!"
საქართველო, თბილისი - 14:19 | 04.03.2017 ნანახია: 4134
ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი საკუთარ ფეისბუქზე იმ წყევლას აქვეყნებს, რომელიც დეკანოზმა სამართალდამცავ ორგანოებს გაუგზავნა.
მიხეილ რამიშვილი საკუთარ ,,ფეისბუზე" წერს, რომ სწორედ ეს სიტყვები გადასცა პროკურორს, რომელმაც მიიჩნია, რომ მამა გიორგიმ სწორედ ის დაწყევლა:
,,ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ თუ რისი თქმა მთხოვა მამა გიორგიმ გამოძიებისთვის,ხოლო პროკურორმა შემდგომ საჯაროდ სთქვა, რომ თურმე მამა გიორგიმ ის დაწყევლა. წაიკითხეთ!!! ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლი წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე, ამინ!
P.S. ეს სიტყვები ჩემს მიერ წაკითხული იქნა და გადაღებული ამის ჩანაწერი აქვს გამოძიებას, მამა გიორგიმ მთხოვა წერილი მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან და მათ ეს აღესრულებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღასრულებს, სამწუხაროდ წერილის დაბრუნება მომიწია მამა გიორგისთვის რადგანც ციხის ადმინისტრაციამ მიუხედავად ჩემი დიდი ომისა წერილის გამოტანის საშუალება არ მომცა. ის ამას აღასრულებს!"- წერს მიხეილ რამიშვილი.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















