მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია - ეკა მიშველაძე
საქართველო, თბილისი - 15:19 | 07.03.2017 ნანახია: 1368
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მშველაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ.
"ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისაკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით; და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა.
დღეს, "რუსთავი 2"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა. დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.
ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















