ქართულმა ღვინომ იაპონიაში “ბრილიანტის” ჯილდო მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 15:30 | 07.03.2017 ნანახია: 1640
„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ - „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მოიპოვა.
აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში „საკურას“ კონკურსში (http://georgianwine.gov.ge/geo/new/13043) „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
„საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვას უწოდებს აღნიშნულ წარმატებას.
„ვულოცავ კომპანიას ამ დიდ წარმატებას. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი” - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“(The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. თებერვალში გამართულ კონკურსში ჯილდო სულ 12 დასახელების ქართულმა ღვინომ მოიპოვა - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი.
აღნიშნულ კონკურსში ქართულმა ღვინომ უკვე მეორედ დაიმსახურა ეს უმაღლესი ჯილდო. 2015 წელს “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მიიღო კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















