აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება
საქართველო, თბილისი - 13:00 | 29.03.2017 ნანახია: 1512
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტებში გასვლებს იწყებს. ამჯერად, დეპარტამენტი კურორტ „გოდერძიზე“ არსებულ ვითარებას და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ შეხვედრებზე კურორტსა და ზოგადად, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომელთა მარკირებასა და ამუშავებას ტურისტული პროდუქტების სააგენტო ხულოს მუციპალიტეტში გეგმავს. 2017 წლისთვის, სააგენტო აპირებს სრულად მოახდინოს შემდეგი ტურისტული მარშრუტის მარკირება - ხულო-დანისპარაული- გოდერძი- მწვანე ტბა - ბეშუმი.
კურორტ გოდერძის მენეჯმენთან ზურაბ ჭურკვეიძესთან და ზვიად ემირიძესთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება კურორტზე სათავგადასავლო, საცხენოსნო და საველოსიპედო მარშრუტების შექმნის და ზაფხულის პერიოდში გოდერძიზე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების აუცილებლობაზე გამახვილდა, რაც ზაფხულში კურორტის დატვირთვას შეუწყობს ხელს. კურორტ „გოდერძი“-ს დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ გოდერძის მიმდებარედ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის ტრენინგებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარების სურვილი გამოთქვა. ამ კუთხით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ს ფარგლებში გეგმავს ტრენინგებს და საოჯახო სახლების მეპატრონეებს გააცნობს სერვისის თანამედროვე სტანდარტებს.
შეხვედრაზე კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფციაც განიხილეს. 2018-2019 წლიდან კურორტზე ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“ გაიხსნება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს შემდეგ კვირაშიც გამართავს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















